ლაგ ბა-ომერი, ომერის 33-ე დღე (“ლაგ” –ის გემატრია 33-ის ტოლია), აღნიშნავს თალმუდის ერთ-ერთი უდიდესი ბრძენის, რ. შიმონ ბარ იოხაის გარდაცვალების დღეს. იგი რ. აკივას მოსწავლე და თორის ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინება 24 000 სტუდენტის დაღუპვის შემდეგ.
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს არის დღე დიდი მხიარულებისა, რადგანაც ტრადიცია გადმოგვცემს რომ რ. შიმონმა თავისი სიკვდილის წინ გახსნა ზოჰარის საიდუმლებანი, რომელიც ებრაული მისტიციზმის, კაბალის მთავარ წიგნს წარმოადგენს და თავის მოსწავლეებს გადასცა.
საუკუნეების მანძილზე, ლაგ ბა ომერზე, რ. შიმონის საფლავზე სალოცავად ათასობით ებრაელი იყრიდა თავს. მისი საფლავი გალილეაში მდებარეობს. ყოველ წელს 250 000 ებრაელი სტუმრობდა მეირონს – ცეკვით, ლოცვით, იმის აღსანიშნავად, რომ რ. შიმონმა გადმოგვცა ულამაზესი სულიერი ძღვენი. და შლიდა ბანაკს, ანთებდა კოცონს, რაც იმ ნათების სიმბოლოა, რასაც რ. შიმონ ბარ იოხაიმ ახადა ფარდა. ისრაელში მცხოვრები ბავშვები ლაგ ბა-ომერამდე კვირეებით ადრე აგროვებენ შეშას და აკეთებენ უდიდეს ფიგურებს, რათა მეტად შთამბეჭდავი იყოს. და უდიდესი საზოგადო ზეიმი იმართება. მთელი ქვეყანა ცეცხლის ნათებით არის მოცული.
სეფარდებისთვის და კართველ ებრაელებისთვის ლაგ ბა-ომერის შემდეგ ომერის ტრაურის დღეები მთავდება, აშკენაზი ებრაელებისთვის კი მხოლოდ შავუოთამდე.
გამონაკლისს წარმოადგენდა ომერის ის დღეები, როცა არ იკითხება ტახანუნი (და აკრძალულია გლოვის ნებისმიერი გამოვლინება) – ამ პერიოდში ისინი არ იღუპებოდნენ. აი ამ დღეების ჩამონათვალი. ფესახის 7 დღე (დღესასწაულის ბოლო დღის ჩათვლით), იარის თვის როშ ხოდეშის 2 დღე, სივანის თვის როშ ხოდეშის 1 დღე და 7 შაბათი. სულ 17 დღე. 49-ს რომ გამოვაკლოთ ეს 17 დღე დავინახავთ რომ რ. აკივას მოსწავლეები იღუპებოდნენ 32 დღის მანძილზე. ამის აღსანიშნავად ომერის 33-ე დღეს გლოვის შეწყვეტის დღედ მივიჩნევთ.
ამ დღეს მიღებულია იმ ბიჭების თმის შეჭრა პირველად რომელთაც 3 წელი შეუსრულდათ. იმისათვის რომ მიაჩვიონ მცნების: “არ შეიჭრათ თავის გარშემო თმის ბოლოები”-ს შესრულებას. ხათან-სოფერი ამტკიცებდა, რომ უდაბნოში მანი პირველად 18 იარს გაჩნდა, ანუ ლაგ ბა ომერში. სინამდვილეში მაცა, რომელიც ებრაელებმა ეგვიპტიდან წამოიღეს 15 იარს გათავდა და შემდეგი 3 დღე არ ჰქონდათ პური. მხოლოდ 18 იარს მათ მანით კვება დაიწყეს და ამის აღსანიშნავადაც ვზეიმობთ ლაგ ბა-ომერს.
ჩვენ ვეცადოთ შევიქმნათ ისეთი განწყობა, რომელიც სულიერ ხალისს მოგვგვრის და იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სულიერების თუნდაც ერთი საფეხურით ავმაღლდეთ.
თარგმნა: ეთო აბრამიშვილი
Просмотров: 561 |
Добавил: Dina
| Рейтинг: 4.5/2 |