ფესახიდან შავუოთამდე !!! - 17 Апреля 2009 - MaBaT.ge

Форма входа

E-mail:
Пароль:

Календарь новостей

«  Апрель 2009  »
ПнВтСрЧтПтСбВс
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

Друзья сайта


    Пятница 25 марта: 18:59
    Исход Субботы: 20:00



    Недельная глава: Шмини



     
    Узнай дату своего еврейского

    дня рождения здесь !



    Torah on the phone



     Друзья сайта

    Наш опрос

    Оцените наш сайт
    Всего ответов: 126



    Онлайн всего: 2
    Гостей: 2
    Пользователей: 0


    Суббота, 19.05.2012, 16:18
    Приветствую Вас Гость | RSS
    MaBaT.ge
    Главная | Регистрация | Вход
    Главная » 2009 » Апрель » 17 » ფესახიდან შავუოთამდე !!!
    ფესახიდან შავუოთამდე !!!
    13:50
    ფესახსა და შავუოთს შორის არის 50 დღიანი პერიოდი, რომლებიდანაც 49 დხეს ომერის დღეებს ვუწოდებთ.

    ფესახი - ეს არის დღე, რომელიც ებრაელი ერის ეგვიპტის მონობიდან გამოსვლას უკავშირდება. და როგორც ვიცით გ-ის დახმარებით, ღია და ფარული სასწაულების საშუალებით ჩვენ, ებრაელმა ერმა მოვახერხეთ დამოუკიდებლობის მოპოვება და სინაის უდაბნოზე გამავალ, აღთქმულ მიწამდე მიმავალ გზას დავადექით. მაგრამ სანამ დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით გვქონდა ერთი დიდი “გაჩერება” სინაის მთასთან, სადაც მივიღეთ თორა, სწორედ ეს არის შავუოთის დღესასწაული. და თუ ფესახი ეგვიპტის მონობიდან დახსნის დღეა და ფიზიკურ გათავისუფლებას ნიშნავს. შავუოთს, თორის მიღებით ჩვენთვის სულიერი დამოუკიდებლობა მოაქვს. ებრაელი ერის მიცრაიმიდან დახსნის მიზანს სწორედ თორის მიღება წარმოადგენდა.

    რა არის ომერი?

    წმინდა ტაძრის არსებობის პერიოდში, ებრაელ ხალს, ფესახის მეორე დღიდან მოყოლებული 7 კვირისა და შესაბამისად 49 დღის განმავლობაში მიჰქონდათ ტაძარში ქერის შესაწირავი, რომელსაც “ომერს” ეძახდნენ. სწორედ აქედან მოდის ეს დასახელებაც. ხოლო, როცა უდაბნოში მყოფმა ებრაელებმა ჰკითხეს მოშეს თუ როდის მიიღებდნენ თორას, რადგან მოუთმენლად ელოდნენ ამ უდიდეს მოვლენას. მოშემ უპასუხა, რომ 50 დღეში მოხდებოდა ეს დიდი სასწაული. მთელმა ერმა სწორედ ფესახის მეორე დღიდან დაიწყო ომერის დღეების ათვლა. რასაც ვაკეთებთ ჩვენც. ხოლო 50-ე დღეს, შავუოთს, შესაწირავი უკვე ხორბლის სახით კეთდებოდა. ქერი და ხორბალი ამის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ უძველეს პერიოდში, ქერი ცხოველების საჭმელად გამოიყენებოდა, ხოლო ხორბალს, უკვე გადამუშავებული სახით ადამიანი მიირთმევდა. ანუ, თუ ომერის დასაწყისში, უდაბნოდან ახალი გამოსული ებრაელების სულიერი დონე ცხოველისას უტოლდებოდა, ომერის ბოლოს მან ადამიანური სულიერების უმაღლეს წერტილს მიაღწია და 50-ე დღეს თორის მიღებაც დავიმსახურეთ. აღსანიშნავია რომ 50-ე დღეს ჩვენ ომერს აღარ ვითვლით. როგორც კაბალისტები გვიხსნიან, ციფრი 50 მატერიალურ საზღვრებს სცილდება. და ასევე, ითვლება რომ შავუოთისთვის ციფრის მინიჭებით მის დიდებას ვამცირებთ და მატერიალურ ჩარჩოებში ვამწყვდევთ.

    თორა გვეუბნება რომ  ომერის დათვლა მიცვას წარმოადგენს და რა თქმა უნდა უფრო ღრმა აზრის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ დღეების გადათვლა. აღნიშნული პერიოდი თვითანალიზის, თვითდაკვირვებისა და სულიერი ზრდის პერიოდია. რაც თორის მიღების აუცილებელი პირობაა. ომერის დათვლას ვაკეთებთ იმისათვის რომ ვაჩვენოთ თუ რამდენად გვწადია თორის მიღება და როგორ მოუთმენლად ველით მას, მაგრამ არა მარტო. რადგანაც მხოლოდ მოლოდინი არაფრის მომცემია, თუ ამ პერიოდში არ მოხდა სულიერი ამაღლება და თორის მიღებისათვის სულიერი მზადყოფნა, რაც სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს. თანდათანობით და ეტაპობრივად.

    ციფრი 49 კაბალისტური განმარტებით სულიერების 49 დონეს წარმოადგენს და არსებობს როგორც სიწმინდის, ასევე უწმინდურობის 49 დონე. 

    რატომ იცადა გ-მა 50 დღე ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის მერე იმისათვის რომ მოეცა ჩვენთვის თორა? რატომ არ მოგვცა იგი უბრალოდ ეგვიპტეში, ან მიცრაიმიდან გამოსვლისთანავე?

    პასუხი მდომარეობს იმაში, რომ ჩვენი წინაპრები სულიერად არ იყვნენ მზად თორის მიღებისათვის. 200 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ ეგვიპტურ საზოგადოებაში, რომელიც მსოფლიოში ამორალობის ცენტრად იყო ცნობილი ებრაელების არაპირდაპირი მონწილეობის მიუხედავად მაშინ არსებულ ზნედაცემულობის პირობებში გარემომ მათზე ზეგავლენა მაინც მოახდინა. კაბალის მთავარი წიგნი “ზოჰარი” გვატყობინებს რომ ებრაელები ეგვიპტეში სულიერი სიბინძურის, უწმინდურობის 49-ე დონემდე დაეცნენ, რაც იმას ნიშნავდა რომ ერი განადგურების ზღვარზე იყო მისული (50-ე ყველაზე დაბალია) გ-ს არ შეეძლო ასეთ მდგომარეობაში ჩვენთვის თორა მოეცა. პირველ რიგში ებრაელებს გვჭირდებოდა სულიერი ამაღლება.

    და აი. მოხდა საწაულები: ეგვიპტიდან გამოსვლისა – 10 სასწაულებრივი სასჯელი და წითელი ზღვის გაყოფა –, რამაც ებრაელებს ფიზიკური თავისუფლება მოუტანა, თუმცაღა ეს იყო სულიერი აღმასვის მხოლოდ დასაწყისი. და ყოველი დღე თითო ნაბიჯით გვაახლოებს თორის მიღებას. ერთი დღე ერთი სულიერი საფეხურის ტოლფასია.

    გარდა ამისა ებრაული სპირიტუალური ახსნით სამყარო ეფუძნება ციფრს 7, რომელთაგან თვითოული კიდევ შვიდ კომპონენტს მოიცავს და 7X7=49. ვღებულობთ შექმნის პროცესის 49 ძირითად ელემენტს. მაგალითად, 7 სპექტრის ფერი, 7 მუსიკალური ნოტი. რაც რათქმა უნდა შემთხვევითი არ არის.

    ასევე კაბალისტური ახსნით სამყაროში არსებობს 7 “სფერო”, ანუ ემოციური გამოვლინება, თვისება. მიახლოებით ამ შინაარსის მატარებელია. რომელიც ადამიანს ახასიათებს და რომელთა საშუალებითაც გ-ის თვისებების მატარებლები ვართ ამ სამყაროში. ომერის თვითოული კვირა და კვირის თითიეული დღე დაკავშირებუია ამ “სფეროების” დონეებთან, და ყოველი მათგანის ამაღლება ჩვენში ჰუმანურობას ზრდის. აი ისინი:

        1 პირველი კვირა არის ხესედ – გულკეთილობა, გულისხმიერება, რომელიც უსაზღვრო სიყვარულს, უსაზღვრო მიმტევებლობას, ლმობიერებას გამოხატავს.
        2 მეორე კვირა არის გვურა – ძალას, სამართლიანობას, სიმკაცრეს, დისციპლინას გამოხატავს, რომელიც შეიძლება ითქვას ხესედის საპირისპიროა
        3 მესამე კვირა ეს არის თიფერეთ – “სილამაზე”. რაც პირველი ორის დაბალანსებულ ერთიანობას გამოხატავს და არის ჰარმონიული.
        4 მეოთხე არის ნეცახ – ამტანობა, გამძლეობა, მოთბინება
        5 მეხუთე არის ჰოდ – მადლიერება, თავმდაბლობა
        6 მეექვსე იესოდ – საძირკველი “საფუძველთან ახლოს ყოფნა”
      7 მეშვიდე არის მალხუთ – მეფობა, რომელიც ადამიანის სულის დიდებულებას გამოხატავს და გ-სადმი მადლიერებას, დამოუკიდებლობასა და თვითკონტროლს ნიშნავს.

    ომერის ყოველ დღეს ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას “სფეროების” სხვადასხვა ასპექტებზე, იმ იმედით, რომ მოცემულ სპეციფიურ “სფეროში” მივაღწევთ სულიერ განვითარებას.

    ის სულიერი ამაღლების ეტაპები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები უდაბნოში ყოფნიის პერიოდში, ომერის 49 დღის განმავლობაში, გადიოდნენ დღესაც აქტუალურია, რადგანაც, თუ მაშინ ჩვენი წინაპრები გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან, დღეს არის უამრავი ცდუნება რასაც ჩვენ შეიძლება დავემონოთ და ამიტომ საჭიროა სულიერი ამაღლება და ამ მონობიდან თავის დაღწევა.

    შეზღუდვები ომერის დღეების განმავლობაში

    ომერის პერიოდში გარკვეული შეზღუდვები არსებობს:

    1)არ ვიხდით ქორწილებს. დღეს ძალიან არის გავრცელებული ის მოსაზრება რომ მაისის თვეში ქორწილის გადახდა არ შეიძლება და ამას არა მარტო ებრაელები არამედ სხვა ერების წარმომადგენლებიც იზიარებენ. ეს ტრადიცია სწორედ ომერის დღეების შეზღუდვებიდან გამომდინარეობს, რადგანაც ეს პერიოდი ძირითადად მაისის თვეს ემთხვევა; თუმცაღა სხვა ერებს ამაზე ნაკლებად აქვთ წარმოდგენა.
    2)არ ვუსმენთ ინსტრუმენტალურ მუსიკას, ცოცხალი შესრულებით თუ ჩანაწერის სახით (ვოკალური მუსიკა დასაშვებია)
    3)არც ქალები და არც მამაკაცები არ იჭრიან თმას და მამაკაცები არ იპარსავენ წვერს.

    საიდან მოდის ეს შეზღუდვები?
    თალმუდი მოგვითხრობს რომ რაბი აკივას ჰყავდა 24 000 მოსწავლე, რომელნიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ომერის პერიოდში, იმ მიზეზით რომ ისინი ერთმანეთს არ ექცეოდნენ საკადრისი პატივისცემით და აქედან გამომდინარე არღვევდნენ თორის წესებს. ეს პერიოდი პესსახის მეორე დხიდან შავუოტამდე გრძელდება, მაგრამ მოსტავლეები იხუპობოდნენ 32 დხე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია.
    და ეს სწორედ იმაზე მიგვანიშნებს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 24 000 მოსწავლის დაღუპვას, რომელნიც იმ თაობის მთავარი რაბინის რ. აკივას სტუდენტები იყვნენ, რომელთაც თორის გადაცემის ტრადიცია უნდა გაეგრძელებინათ და მათი ცოდნა ძალიან მაღალ დონეებს შეესაბამებოდა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათთან ერთად თორის ის ცოდნაც დაიკარგა, რომელსაც ისინი ფლობდნენ.
    მას შემდეგ რაც რ. აკივას მოწაფეებმა გამოიჩინეს პატივისცემის სიმცირე, ომერის პერიოდში ჩვენ განსაკუთრებულად ვეძებთ საუკეთესო გზებს იმისათვის რომ ჩვენს ოჯახს, მეგობრებს, გარემოცვას მოვექცეთ ისე, რომ წარსულის შეცდომებზე სულიერი შესწორება მოვახდინოთ.

    თარგმნა: ეთო აბრამიშვილი

    Просмотров: 500 | Добавил: Dina | Рейтинг: 5.0/2 |
    Всего комментариев: 1
    0  
    1 SUNNY   (18.04.2009 22:58)
    ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.
    ეთო, მშვენიერი თარგმანია :)


    Имя *:
    Email:
    Код *:

    Copyright MyCorp © 2012